პროექტის
სახელი. საქართველოს მეფეები.
პროექტის მოკლე აღწერა--მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას
აღნიშნული თემის შესახებ. კერძოდ მათ ევალებათ ინტერნეტის და ლიტერატურის გამოყენებით
ნებისმიერ მეფეზე ინფორმაციის მოგროვება, ასევე
უნდა მოიძიონ ფოტოები, ლექსები და მოთხრობები მათ შესახებ. შემდეგ ხდება მათი ნამუშევრებისპრეზენტაცია.
პროექტის სრული აღწერა---მოსწავლეები იკვლევენ და მუშაობენ
თუ როდის მოღვაწეობდა მათ მიერ არჩეული მეფე.
ვინ იყო მათი შთამომავლობა და წინაპრები. რამდენი წელი მართავდა საქართველოს, რა გააკათა
ან რა მოხდა მისი მეფობის პერიოდში მნიშვნელოვანი და რომელ ცნობილ ომებში მიუღია მონაწილეობა.
აღნიშნულ მასალას თან უნდა დაერთოს თუ ხელმისაწვდომია ფოტო/ ვიდეო მასალა და ლექსი.
მონაწილეთა ასაკი/კლასები. Ix—xi.
ვადები და ხანგრძლივობა. 1თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობა კლასებში--ლიტერატურისა და
ინფორმაციის მოძიება. ფოტო/ვიდეო მასალის შეგროვება.
სარგებელი სხვებისთვის---უმცროს თაობას ჩაუნერგოს ისეთივე
სიყვარული თავიანთი სამშობლოსი როგორც მათ წინაპრებს ჰქონდათ.
სამუშაო ენა----ქართული
საგნებთან/ საგნობრივ/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი--ამპროექტით
მომავალი თაობა შეისწავლის ჩვენი ერის წარსულს და გაიუმჯობესებს უნარებს ლიტერატურაში/განუვითარებს
ძირითად საკომუნიკაციო უნ არებს;წერას, კითხვას, მოსმენას, საუბარს, შეძლებენ ნაწარმოების
გააზრებას./
ისტორიაში /შეისწავლიან საქართველოს წარსულს , იგებენ
თუ რომელ მეფეს რა ღვაწლი მიუძღვის საქართველოს აღორძინებაში და რის ფასად უჯდებოდათ
მათ ეს./
რელიგია /ბავშვები იგებენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე
როგორ იცავდნენ მათი წინაპრები თავიანთ სარწმუნოებას.
პროექტის ფასილიტატორი; აკაკი შავდია.
E-mail: akakishavdia2@gmail.com